სკოლის მისია, ხედვა, ღირებულებები

შპს "სკოლა ჯეო სქაი" მისიაა შექმნას კეთილმეგობრული სასკოლო გარემო, სადაც მოსწავლეები მიიღებენ ხარისხიან განათლებას. სკოლა მიზნად ისახავს აღზარდოს ზნეობრივი ღირებულებების მატარებელი, კრიტიკულად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება. ხელი შეუწყოს მოსწავლეებს სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში, დაეხმაროს მათ პროფესიულ ორიენტაციაში და არაფორმალური განათლების გაძლიერების ხარჯზე, შექმნას არარუტინული და სასიამოვნო ატმოსფერო.

სკოლას გააზრებული აქვს საკუთარი ადგილი და როლი საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში

  1. სკოლის მისია და ხედვა შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს;
  2. სკოლა მისიითა და ხედვით განსაზღვრავს საკუთარ როლს, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ სოციო-კულტურულ სივრცეს;
  3. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით;
  4. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები გაზიარებულია სასკოლო საზოგადოების მიერ;
  5. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი;
  6. სკოლის სახელწოდება შეესაბამება მისი სტატუსის აღმნიშვნელ, კანონმდებლობით დადგენილ ტერმინს.

ინდიკატორის მოთხოვნებთან შესაბამისაობის აღწერითი მიმოხილვა და ანალიზი:

  1. სკოლის მიერ შემუშავებული მისია და ხედვა შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ამასთან ერთად, განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
    მისია და ხედვა ეფუძნება სკოლის მიერ შემუშავებულ ხედვას თუ როგორ სურს აღზარდოს მოსწავლეები, მისცეს მათ კონკრეტული უნარები და გაუღვივოს პატიორიზმი და ეროვნული თვითშეგნება. სკოლის მიზანია ასევე მოსწავლეებს შეუქმნას ყველა პირობა ჯანსაღი ცხოვრებისთვის.
  2. აღნიშნულ ნაწილში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენს სკოლაში ყველა მოსწავლე, ყველა თანამშრომელი და სასკოლო საზოგადოების ყველა სხვა წევრი არის თანასწორი. სკოლა ქმნის გარემოს, რომელშიც ნებისმიერ პირს შეუძლია გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და აძლევს საშუალებას დაეუფლონ ახალ უნარებს. უსაფრთხოების თვალსაზრისით კი, სკოლა დოკუმენტურად ეყრდნობა როგორც სკოლის შინაგანაწესს, ასევე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ უსაფრთხოების წესებს, ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, სანიტარიისა და სისუფთავის დაცვისთვის განსაზღვრულ ინსტურქცია. გარდა ფიზიკური უსაფრთხოებისა, სკოლა ზრუნავს თანამშრომელთა და მოსწავლეთა ფსიქო-ემოციურ გარემოზე. სკოლაში ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და გადაწყვეტილებები მიიღება განსხვავებული აზრების შეჯერების შედეგად. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებისა და თანამშრომლების პიროვნულ განვითარებას მათი საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად
  3. სკოლა, როგორც ორგანიზმი მჭიდრო და საქმიან ურთიერთობაში არის ჩართული სკოლის საზოგადოებასთან, რომელსაც შეადგენენ მშობლები, პედაგოგები, დამრიგებლები, სკოლის ადმინისტრაცია, დირქცია და სხვა. მისია როგორც სკოლის ცენტრალური, საყრდენი დოკუმენტი განხილული და შემუშავებულია სკოლის საზოგადოების აზრის გათვალისწინებით და დამტკიცებულია დირექტორის მიერ. ერთად შემუშავებული მისიით, ხედვითა და ღირებულებებით გაერთიანებული სკოლის საზოგადოება ერთია პოლიტიკას მიუყვება და ცდილობს დასახული მიზანების მიღწევას.
  4. სასკოლო საზოგადოება მჭიდრო და აქტიურ როლს ასრულებს სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების შექმნა-განხორციელებაში, გუნდურობა და ურთიერთთანამშრომლობა სკოლისთვის პრიორიტეტია, რომ მისი საქმიანობის დაგეგმვა/ წარმართვა/შეფასებაში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე (ადმინისტრაცია, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) და მათ ჰქონდეთ სკოლის განვითარების საერთო გაზიარებული ხედვა, რომელიც ორიენტირებული იქნება სკოლის მისიასა და მიზნებზე.
  5. სკოლის მიერ შემუშავებული და სკოლის საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი მისია, ხედვა და ღირებულებები არის საჯარო, ის განთავსებულია სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ხელი მიუწვდება და შეუძლია გაეცნოს იმ ფასეულობებს, რომელზეც არის სკოლა დაფუძნებული და რა მიმართულებითაც ის ვითარდება. ასევე გამოკრულია სკოლაში თვალსაჩინო ადგილას სკოლის ფოიეში.
  6. სკოლის სახელწოდებაა შპს “სკოლა ჯეო სქაი” და იგი შეესაბამება სტატუსის აღმნიშვნელ, კანონმდებლობით დადგენილ ტერმინს.