ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

„სკოლა ჯეო სქაი” წარმოადგენს მაღალი სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ფოკუსირებულია მოსწავლეთა ინტელექტუალურ, სოციალურ და პიროვნულ განვითარებაზე. დაწესებულების საგანმანათლებლო ფილოსოფია ეფუძნება თანამედროვე პედაგოგიურ პრინციპებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების გაღრმავებას.

ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულების უპირატესობა მდგომარეობს ინდივიდუალურ მიდგომაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებში, რომლებიც შემუშავებულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. სკოლა მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, აღმოაჩინონ საკუთარიინტერესები და მიდრეკილებები, რომლებიც შემდგომში შეიძლებასამომავლო პროფესიად ჩამოყალიბდეს. კურიკულუმი მოიცავს ძირითად საგნებს, გაძლიერებულ აკადემიურ მოდულებს, პროფესიული ორიენტაციის კომპონენტებსა დამრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობსმოსწავლეთა თვითრეალიზაციას. სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები და ინოვაციური მეთოდოლოგიები, რაც ავითარებს მოსწავლეთა ციფრულ კომპეტენციებს დაამზადებს მათ სამომავლო პროფესიული გამოწვევებისთვის.

სკოლის ისტორია იწყება 2000 წელს, როდესაც განათლების სფეროს გამოცდილმა სპეციალისტმა, ქალბატონმა ლალი ზარანდიამ, დააფუძნა საგანმანათლებლო დაწესებულება „მარჯი”. მისი ხელმძღვანელობით სკოლამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია დადაიმკვიდრა ღირსეული ადგილი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. 2016 წელს დაწესებულებამ განიცადა რეორგანიზაცია და მიიღო ახალი სახელწოდება – „კრწანისი მარჯი”. ამ პერიოდში, გაფართოვდა საგანმანათლებლო პროგრამები და დაინერგა ინოვაციური სასწავლო მეთოდები. 2022 წელს ქალბატონი მადონა ხარატიშვილისა და ბატონი ზაურ ქორთოშიძის ინიციატივით განხორციელდა დაწესებულების ფუნდამენტური რებრენდინგი, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულება -სკოლა,, ჯეო სქაი”. 25-წლიანი მდიდარი გამოცდილების საფუძველზე, სკოლა განაგრძობს გამორჩეული საგანმანათლებლო ტრადიციების შენარჩუნებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას.

სლოგანი

თავისუფლება განათლებაშია!

მისია

ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნდამენტურ მისიას წარმოადგენს უსაფრთხო, ინოვაციური და მაღალი აკადემიური სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც ორიენტირებულია კრიტიკულად მოაზროვნე, ინტელექტუალურად განვითარებულ, ეთიკური ღირებულებების მქონე და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილი მოქალაქეების ფორმირებაზე.

ლოგო

ფარი – ლოგოს ცენტრში მოთავსებულია ფარის ფორმა, რაც სიმბოლურად ასოცირდება დაცვასთან, უსაფრთხოებასთან და სიძლიერესთან. ეს სკოლისთვის ისეთ გარემოს ქმნის, სადაც ბავშვების განვითარება დაცულ გარემოში ხორციელდება.

თვითმფრინავი – ფარის ზედა ნაწილში განთავსებულია თვითმფრინავის სიმბოლო, რაც მიუთითებს სკოლა “ჯეო სქაის” მთავარ კონცეფციაზე – ავიაციის შესახებ.

მოსწავლეების ფიგურები – ფარის ქვედა ნაწილში გამოხატულია სამი ბავშვის ფიგურა. ისინი გამოხატავენ მოსწავლეებს.

დაფნის გვირგვინი – ფარი ჩასმულია ოქროსფერი დაფნის ორლესილ გვირგვინში, რაც ტრადიციულად სიმბოლურად ნიშნავს გამარჯვებას.

სიტყვა “GEO SKY”-ს შუა ნაწილში, გამოყენებულია ღია წიგნი, რაც მიუთითებს განათლებასა და ცოდნას.

ჩვენი სკოლის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია:

  • დახურული სპორტული მოედანი;
  • სააქტო დარბაზი;
  • ბიბლიოთეკა;
  • ლაბორატორია;
  • ვირტუალური ლაბორატორია;
  • კომპიუტერული კლასი;
  • მუსიკის კლასი;
  • კრაფტის კლასი;
  • ცეკვის დარბაზი;
  • ქართული ენის კლასი;
  • ჭადრაკის კლასი;
  • ლეგოს კლასი;
  • სათამაშო მოედანი;
  • საკლასო ოთახები კი სრულად აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  უახლესი სასწავლო რესურსებით, მათ შორის „სმარტ დაფებით“. 

რატომ სკოლა ჯეო სქაი ?

თანამედროვე სასწავლო გარემო – ინოვაციური ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები და უსაფრთხო სივრცე, სადაც ბავშვები თავს კომფორტულად გრძნობენ.

საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროგრამები – სასწავლო კურიკულუმი, რომელიც მოსწავლეებს აძლევს კონკურენტულ განათლებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

კვალიფიციური პედაგოგები – გამოცდილი მასწავლებლები, რომლებიც იყენებენ ინოვაციურ მეთოდებს და თითოეული მოსწავლის უნარებსა და ინტერესებზე არიან ორიენტირებული.

ბავშვზე მორგებული სწავლება – ინდივიდუალური მიდგომა, რომლის მიზანია თითოეული მოსწავლის უნარის აღმოჩენა და განვითარება.

ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნება – ინტენსიური უცხო ენების სწავლება და გლობალური ხედვის ჩამოყალიბება.

მშობლებთან გამჭვირვალე კომუნიკაცია – ელ. ჟურნალი და მუდმივი უკუკავშირი, რათა მშობლებს ყოველთვის ჰქონდეთ ინფორმაცია ბავშვის პროგრესზე.

კლუბები და აქტივობები – სპორტი, ხელოვნება, მუსიკა, ტექნოლოგიები და სხვა შესაძლებლობები, რომლებიც ავითარებს მოსწავლეთა ინტერესებს.

მეგობრული და მხარდამჭერი გარემო – მრავალფეროვანი და ინკლუზიური სკოლა, სადაც ბავშვები სწავლობენ თანამშრომლობას, ლიდერობასა და ერთმანეთის პატივისცემას.

ჩვენი გუნდი

მადონა ხარატიშვილი

დირექტორი

School